მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. 

კონფლიქტოლოგის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ერთ-ერთი მესიჯი შესაძლოა იყოს ის, რომ ბელარუსი აპირებს, ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებას.

„ძალიან უცნაური ვიზიტია, ბევრი უცნაურობების გათვალისწინებით. არის არაფორმალური, არ შეხვდნენ სოხუმში, შეხვდნენ ბიჭვინთის აგარაკზე, რომელზედაც არის კამათი და აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ეს ტერიტორია გადაეცეს რუსეთს. ჩემი აზრით, ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა, რათა გაეძლიერებინა განწყობა რუსეთის სურვილისა, ამ აგარაკის გადაცემაზე გაგრძელდეს ზრუნვა.

ლუკაშენკო გააგზავნა იმიტომ, რომ ამით აფხაზებს შეუქმნას ილუზია, თუ ყველაფერი კარგად იქნება და მოხდება აგარაკის გადაცემა, შეიძლება ბელორუსიამ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მესიჯია, რომ ბელარუსი აპირებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. დაახლოებით ასე ვკითხულობ აი, ამ უცნაურ ვიზიტს. 

თუ აღიარება უნდა ბელორუსიას, ისედაც აღიარებდა, ყოველგვარი ჩამოსვლის და აგარაკზე მისვლის გარეშე. ის, რომ აგარაკზე მივიდა და ამაზეა ხაზი გასმული, ეს ნიშნავს იმას რომ ეს აგარაკი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. იმდენად მნიშვნელოვანია, თუ აფხაზები დათმობენ ამ აგარაკს. რუსები მერე მოახერხებენ, დააჯერონ ხალხი, რომ ბელორუსია აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ექსპერტის განცხადებით, ბელარუსის ელჩს საქართველოში უნდა გადაეცეს მკაცრზე  მკაცრი ნოტა და მოეთხოვოს პასუხი. 

„ყოვლად მიუღებელია ასეთი ფაქტი. საქართველოს ხელისუფლებამ პროტესტი უნდა გამოთქვას. მათ პროტესტი, არამარტო ამისთვის, არამედ აგარაკის მოთხოვნის დროსაც უნდა გამოეთქვათ. საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ბელარუსთან და თანამშრომლობის მაღალი დონეა ბელარუსსა და საქართველოს შორის. მიუხედავად ამისა, უცნაურია ბელორუსიის მხრიდან პირველი პირის ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბელარუსის ელჩს საქართველოში უნდა გადაეცეს მკაცრზე  მკაცრი ნოტა და მოეთხოვოს პასუხი რა ხდება“, - დასძენს კონფლიქტოლოგი. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველომ კი ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

✔️ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა

✔️ რუსეთიდან წასულების სიები დგება - ვიაჩესლავ ვოლოდინი