მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს ხერსონი კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვაჭრობისთვის ჰქონდა შენახული, თუმცა, ახლა ესეც არ აქვს“ - ვახტანგ კაპანაძე

გენშტაბის ყოფილმა უფროსი

„რუსეთს ხერსონი კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვაჭრობისთვის ჰქონდა შენახული, თუმცა, ახლა ესეც არ აქვს“,- ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

ვახტანგ კაპანაძის თქმით, ხერსონი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დანაკარგია.

ამასთან, გენშტაბის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ რუსული ჯარი გამოფიტული და დემორალიზებულია. 

მისივე განცხადებით, რუსულ ჯარში დაბნეულობაა და გეგმის მიხედვით ვერ მოქმედებენ. 

„ძალიან მიხარია ის წარმატებები, რომელსაც აღწევს უკრაინა. რუსეთის ზოგიერთი თავგადაკლული მომხრეს გარდა, ყველა იძახდა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან პოლიტიკური წარუმატებლობა იყო და რომელსაც ცოტა ხნის შემდეგ მოჰყვა ეკონომიკური წარუმატებლობა თავისი სანქციებით, რომელმაც დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას.

ყოველთვის რჩებოდა მესამე ფაქტორი, რომ რუსეთს გააჩნდა სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები, რომ სამხედრო მიზნებს მიაღწევდა. ახალა აღმოჩნდა, რომ ესეც არ გააჩნია, ამასაც ვერ აღწევს, რაც ხერსონმაც დაგვიდასტურა. რუსეთისთვის ხერსონი იყო სავაჭრო ობიექტი. მას ხერსონი კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვაჭრობისთვის ჰქონდა, რაზედაც შიდა ინფორმაციები გამოდიოდა, ახლა ესეც დაკარგა, ესეც მნიშვნელოვანი პოლიტიკური დანაკარგია სამხედროსთან ერთად.

ხერსონი დასაცავად ადვილი ქალაქი იყო. მაგრამ რუსეთმა ის ვერ დაიცვა. აბსოლუტური დაბნეულობა ჯარში. სამხედრო მეთაურებს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე აღარ უნდათ. ახლა გადავიდნენ გამოფიტვის სტრატეგიაზე. ისინი ურტყამენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა ზამთრის პერიოდში მძიმე პირობები შექმნან მოსახლეობისთვის, რათა ამ ყველაფერმა მათ ბრძოლისუნარიანობაზე იმოქმედოს. მაგრამ წარმატებები, რომელსაც აღწევს უკრაინა მოსახლეობას მოტივაციას აძლევს გაუძლოს ამ გაჭირვებას“, - აცხადებს გენშტაბის ყოფილმა უფროსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი შეანელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე - ISW

👉 აშშ-მა ირანული თვითმფრინავების მწარმოებლებსა და მომწოდებლებს სანქციები დაუწესა

👉 უკრაინას წინ ელის დიდი მსხვერპლი, დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ის გათავისუფლება  ბევრად უფრო რთული იქნება - კახა გოგოლაშვილი

👉 მაშინ როდესაც, მსოფლიოს ლიდერები ისწრაფვიან გლობალური მშვიდობის მიმართულებით, პუტინი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო სამიზნეებზე - ჯო ბაიდენი

👉 👉 ნატოს თვითმფრინავი თვალყურს ადევნებდა რაკეტას, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - CNN