მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

575 ინფიცირება, 614 გამოჯანმრთელება, 1 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

covid-19
1653994369
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.

23-29 მაისის პერიოდში კოვიდ 19-ის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, ხოლო ვირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 657 729-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 640 288 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 828 პაციენტი ემსხვერპლა.

✔️ სულ ჩატარდა - 104 996 ტესტი 

✔️ უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

✔️ 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.55%

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი