მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების მატება დაიწყოს - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1653996744
COVID-19

„არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ალერგოლოგის თქმით, მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, პანდემია ამ ეტაპზე დასრულებულად ვერ გამოცხადდება. 

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ აუცილებელია ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება 50 წელს ზემოთ. 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმაც უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით. ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ამას აქვს მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლები.

მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიური რიცხვების გენერირება არ არის იმ დონზე მიღწეული, რომ პანდემიის დასრულების შესაძლებლობას იძლეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია, გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, როგორც სხვა რესპირაციულმა დაავადებამ დაიწყოს  მატება“, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ ის ვარიანტი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცირკულირებს BA2,  მას რამდენიმე ქვევარიანტები გაუჩნდა. ეს არის BA4 და BA5.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, BA2 ვარიანტის ქვევარიანტები გახდა დომინანტური შტამი ამერიკაში. ყველა რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა ინფექციის გავრცელებამ დიდ მასშტაბებს მიაღწიოს შემოდგომის პერიოდში. ჯერჯერობით, იმის თქმის უფლება, რომ პანდემია დასრულებულია და ჩვენ მშვიდად ვიგრძნოთ თავი არ გვაქვს.  

ვაქცინის მეოთხე დოზის საკითხი ბევრ ქვეყანაში უკვე გადაწყვეტილია. ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული მიდგომები. კოვიდის გართულების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის - ასაკი. 50 წლის ზემოთ ყველა ადამიანს აქვს ათმაგი რისკი, რომ დაავადება გაურთულდეს.  50 წელს გადაცილებულ ადამიანებს  იმუნიზაციის საბჭო სთავაზობს რომ მოხდეს  მეოთხე დოზის ადმინისტრირება“, - დასძენს ბიძინა კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 575 ინფიცირება, 614 გამოჯანმრთელება, 1 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში