მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტივაქსერები ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ბუსტერი კი არა, ვაქცინები არის „დასავლეთის ბოროტება“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1628017871
COVID-19

„ღარიბი ქვეყნები ღარიბდებიან და მდიდარი ქვეყნები მდიდრდებიან. სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი ღარიბ ქვეყნებში და ნაკლები მდიდარ ქვეყნებში“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ბუსტერის („ფაიზერის“ ან მოდერნას მე-3 დოზა) გამოყენება. ამერიკამ ახლახან შეიძინა დამატებით 200 მილიონი დოზა „ფაიზერი“, სავარაუდოდ, ბუსტერისთვის.

მდიდარი ქვეყნები გადადიან დაბალ ეფექტური ვაქცინებიდან (დელტა ვარიანტთან მიმართებაში) უფრო მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერი/მოდერნა).

მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 60% 2-ჯერ არის აცრილი.

მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკები განიცდიან ინფლაციას მაგრამ სტაბილური ზრდის ტენდენციები მიდის.

მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაციის და, სავარაუდოდ, ბუსტერის საყოველთაო /სავალდებულო ხასიათის პროცედურა იქნება და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია, როგორიც არის QR კოდიანი სერტიფიკატი და ასე შემდეგ
ღარიბ ქვეყნებში ბუსტერებზე არც არის საუბარი, ვაქცინები არ აქვთ და თუ აქვთ, უმრავლესობა იცრება დაბალ ეფექტური და ზოგჯერ არც ისე უსაფრთხო ვაქცინებით.

„ანტივაქსერები“ ეხმარებიან ამ ღარიბი ქვეყნის მთავრობებს, დაფარონ თავიანთი არაპროფესიონალიზმი/არაეფექტურობა/კორუმპირებულობა, „დაარწმუნონ“ მოსახლეობა რომ ბუსტერი კი არა, ვაქცინები არის „დასავლეთის ბოროტება“, „5G ნანო ტექნოლოგია“, „სატანის და მასონების“ ხრიკები და კიდევ 1000 სისულელე.

შედეგი: ღარიბი ქვეყნები ღარიბდებიან და მდიდარი ქვეყნები მდიდრდებიან. სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი ღარიბ ქვეყნებში და ნაკლები მდიდარ ქვეყნებში.

გაუნათლებელი (8 კლასიც რომ არ დაუმთავრებია მაგრამ დიპლომირებულია, ასეთები არიან ყველგან) - არიან ყველა საზოგადოებაში მდიდარ და ღარიბ ქვეყანაში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 „თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა“

👉 „ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“