მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვემხრობი ამას და თავისი დასაბუთება აქვს“ - სერგეენკო უვადო „მწვანე სტატუსზე“

სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს
1638976915
COVID-19

ჯანდაცვის ყოფილის მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უვადო „მწვანე სტატუსს“ არ ემხრობა. 

სერგეენკოს თქმით, ვირუსს ახასიათებს თვისება, რომლის მიხედვით ის რამდენიმე თვეში იცვლის ბუნებას და  შეიძლება გახდეს გადამდები.

„არ ვემხრობი ამას და თავისი დასაბუთება აქვს, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. ვირუსს ახასიათებს თვისება, რომლის მიხედვით ის რამდენიმე თვეში იცვლის ბუნებას და  შეიძლება გახდეს გადამდები.

ვაქცინაცია ანახევრებს გადადების რისკს და 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. მოცემულობა არის, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, 100%-იანი არაფერია, გარანტია არ არის, რომ ისევ არ დამემართება კოვიდი. ამიტომ უვადოს მიცემა, ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას“, - განაცხადა სერგეენკომ „რუსთავი 2“ -ის ეთერში. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება - გიორგი ღიბრაძე