მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1647966429
COVID-19

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის  გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა. 

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. 

„სახელმწიფოს გადაწყვეტილება პირბადეების გაუქმების შესახებ ფარსია. არავინ არ იცავდა რეგულაციებს ქვეყანაში. არანაირი შეზღუდვები და ჯარიმები არ იყო. საქართველო არაკომპეტენტური (ჯანდაცვის სფეროში) სპეციალისტების მიერ არის დაკომპლექტებული და მართული. ამ ყველაფერს ყველა მიმართულებით ვხედავთ. ის, რომ ოთხასი ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გადავყაროთ, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. მილიონობით ადამიანს უნდა ვაქცინა და ჩვენ ამ ვაქცინებს წყალში ვყრით. იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობის საკითხი იყოს დაყენებული იმ ადამიანების, ვინც ეს პროცესი დაგეგმა და მოემზადა, გამოდიან და წუხდებიან.

მმართველი გუნდში  და ჯანდაცვის სისტემაში ჩვეულებრივ არიან კორუმპირებული ადამიანები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია არ ყოფილიყო. დღეს ვაქცინირებული არის მხოლოდ ის, ვინც სამჯერაა აცრილი. დღესაც მიმდინარეობს ჩინური ვაქცინის პროპაგანდა. ჩინეთშიც კი კორონავირუსის აფეთქება მოხდა. ამან აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინა არაეფექტიანია. ჩინური ვაქცინები არაეფექტიანია ახლანდელი ვარიანტების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაშვებული  და ახლაც ბევრ შეცდომას უშვებენ. ეს არის იმის ბრალი, რომ ამ პროცესებს არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

ჯანდაცვის მინისტრმა 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  პანდემია დასასრულს მიახლოვდა, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კი მიიჩნევს, რომ პანდემია არ დასრულება  და ვირუსი არსად არ მიდის. 

„ადამიანს, რომელსაც სამედიცინო სფეროში მარტო ოჯახის წევრები ჰყავს და საერთოდ გონზე არ არის, რა არის ჯანდაცვა, ერთი საათი ექიმადაც არ უმუშავია, არ  იცის რა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტი, ეპიდემიოლოგია ალბათ სიტყვაც არ იცის რა არის, მისგან არაფერი არ უნდა მოითხოვო. რამდენიმე თვე გავიდა და ერთი მეორეზე შეცდომებს უშვებენ და უშვებენ. 

ყველანი ვზიანდებით, ვინაიდან  ქვეყანა არის გაყოფილი, თუ ლანძღავ მინისტრს, მოგნათლავენ - „ნაცად“, თუ თქვი  სახელმწიფოს სასარგებლოდ - „ქოცად“. საქართველოში  პრობლემა გვაქვს კომპეტენციასთან. ადრეც ვიძახდი, რომ ვაქცინაციის გეგმა რომელიც დადეს, ეს იყო „სადღეგრძელოების კრებული“ და  ეს გამართლდა. 

ეპიდემია სად დამთავრდა? რა დამთავდრა?  ჩემი კოლეგები, რომლებიც თუთიყუშებივით იმეორებდნენ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია“, სად არის დასასრულის დასაწყისი? დამანახვეთ დასასრული სად არის?! ევროპაში აფეთქებაა. ვირუსი არსად არ წასულა. ჩინეთშიც კი ლოკდაუნი გამოცხადდა. ვირუსი არსად არ მიდის. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, ომი არის ინფექციური დაავადებების მეგობარი. სადაც არის ომი, იქ კიდევ უფრო დიდი აფეთქებაა. არაფერი არ დამთავრდა. ჩვენ ახალა ვართ  ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდიან, როგორც  რუსები, ასევე, უკრაინელები. ორივე მოსახლეობა არის აუცრელი. ჩვენთან შემოდიან სტუმრები, რომლებიც არ არიან აცრილები. ჩვენ ფაქტობრივად, დიდი რისკი ქვეშ ვართ. ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი. ამათმა მართვა საერთოდ არ იციან, ესენი არიან ჩვეულებრივად კარტოფილის გამყიდველები. გაყიდონ კარტოფილი,ჯანდაცვაში რა უნდათ!“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

ჯანდაცვის ექსპერტმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე „პაქსლოვიდზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს არის რთული სამკურნალო საშუალება. 

„ფაიზერის“ წამალი „პაქსლოვიდი“ საინტერესო წამალია, მაგრამ საქართველოსთვის ეს წამალი არის ძნელად  მისაღები. ამ წამალს აქვს საკმაოდ ბევრი უკუჩვენებები, მისი მიღება მარტივად არ ხდება. მისი მართვა რთულია. ეს არის ჩვეულებრივი ფულის გათეთრების მექანიზმი. „პაქსლოვიდი“ არის რთული სამკურნალო საშუალება, არ არის პარაცეტამოლი, ის რამდენიმე კომპონენტიანი წამალია და სხვადასხვა კომპონენტზე ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ალერგიები და უკუჩვენებები. ამ წამლის დანერგვის პროცესში ჩვენ გვექნება ძალიან დიდი პრობლემები. გვექნება ძალიან ბევრი უკუჩვენებები და ძალიან ცუდად დამთავრდება ეს თამაში ცეცხლთან. 

„ივერმექტინი“ არ არის ეფექტიანი. ის არ არის დამტკიცებული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ახლა დაიდო კვლევა, რომ ეს წამალი არაეფექტიანია ისევე, როგორც რემდესივირი. ეს წამალი არ ვარგა“, - დასძენს ფხაკაძე. 

მისი თქმით, ევროპაშიც იხსნება შეზღუდები, თუმცა, იქ მოსახლეობის თითქმის 90% ვაქცინირებულია სრულად. 

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ რამდენიმე თვეში კოვიდის აფეთქება ისევ იქნება და ამას არასწორ  ქმედებებს და არასწორ მართვას აბრალებს. 

„ევროპაშიც იხსნება შეზღუდვები, თუმცა, ევროპა საქართველო არ არის. ევროპაში  მოსახლეობის 90% აცრილი არის 2-ჯერ, 70% 3-ჯერ მოდერნით ან „ფაიზერით“. პრაქტიკულად, ამ გადაწყვეტილებით ვაქცინაციის გეგმა ჩავარდნილია. სახელმწიფო გეუბნება, რაც გინდა ის აკეთე. ადამიანი როდესაც ვერ ერკვევა საქმეში, მას არაფერი არ უნდა მოსთხოვო. 

რამდენიმე თვეში ისევ გვექნება აფეთქება და ამ ყველაფერს გამოიწვევს არასწორი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ვირუსი არსად არ წასულა. კოვიდს ახასიათებს პოსტკოვიდური მდგომარეობაც, რომელიც ურთულესია. ჩვენ სისტემა არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო დაწესებულება. ეს არის შავი ხვრელი, სადაც ბევრი ფული იჭმევა. ბევრი პოლიტიკური პარტიები - გინდა წითლები და ლურჯები იღებენ სარგებელს ამ სისტემიდან და არცერთს არ აწყობს ამ სისტემის დალაგება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

ამავე თემაზე:

🔴 პირბადის გაუქმება, „პაქსლოვიდის“ მიღება - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები სრულად

🔴 პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში უქმდება

🔴 PCR ტესტის გარეშე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება

🔴 „პანდემია დასასრულს უახლოვდება“ - ზურაბ აზარაშვილი

🔴 საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის

🔴 დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან - გიორგი ღიბრაძე