მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გილოცავთ, კაცობრიობა გადარჩა“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1629734586
COVID-19

„შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა“, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ მუდმივი ლიცენზიის მინიჭებას.

„ძალიან მაგარი ამბავია, 2 წელია, „ლოკდაუნებით“, პირბადეებით არ დაიღალეთ?! ყველა დავიღალეთ. რამდენი ბიზნესი, რამდენი ოჯახი გაკოტრდა. რამდენი სამსახური დაიკარგა. გილოცავთ, კაცობრიობა გადარჩა. მორჩა, ამერიკის წამლის სააგენტომ გადაამოწმა ყველა კლინიკური ინფორმაცია „ფაიზერზე“, როცა ეს წამალი იყო ექსპერიმენტული, მაინც მიიღეს ამ ექსპერიმენტში და კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა, ყველა ადამიანს მადლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

👉 აშშ-ში ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიენიჭა