მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა აცრის შემდგომ - NCDC-ის ანგარიში

საავადმყოფოს დერეფანი
1643903718
COVID-19

იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამია. 

როგორც NCDC-ის ანგარიშშია აღნიშნული, იშგამის 1929 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწია. 

ანგარიშის თანახმად, 5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. 

„2022 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 2 514 871 აცრა, რომელთაგან 1929 შემთხვევაში იშგამი(იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა) აღირიცხა. 

იშგამის 1929 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწია. 

206 სერიოზული იშგამის შემთხვევიდან, იმუნიზაციის ექსპერტთა უსაფრთხოების კომიტეტმა განიხილა 152 შემთხვევა მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 96 იმუნიზაციასთან მიზეზშედეგობრივ კავშირთან თავსებადია, 34 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 20 შემთხვევა როგორც გაურკვეველი. ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა. 

იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა, 5 კლასიფიცირდა როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი, 1 შემთხვევა კი ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.