მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1640940042
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახალი  წლის პერიოდშია. 

როგორც ჩხაიძე ამბობს, შეხვედრა ღია სივრცეში  შესაძლებელია, თუმცა, აქაც უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. 

„ღია სივრცეში შეხვედრა შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში რისკები ნაკლებია, თუ პირბადე გვექნება გაკეთებული. დახურული სივრცე და განსაკუთრებით ხალხმრავალი თავყრილობები, არის ერთ-ერთი შესაბამისი ადგილი ინფექციების გავრცელების. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ. როგორმე ეს ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში. მოვასწრებთ ყველაფერს, ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები, რაც წელს გვაქვს, არ განმეორდება, ახლა გვაქვს ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების ზრდის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა 80-85%-ია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

⚫ „ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „ორი ვარიანტის ცირკულირება დაავადებულთა ცუნამს იწვევს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი