მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1640762029
COVID-19

„შტორმი აუცილებლად იქნება და ინფიცირებულთა რიცხვი გაზიარდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეექვსე ტალღა სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ დაიწყება.

„ციფრები, რომლებიც დღეს არსებობს, არის ძალიან არასტაბილური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსის გადახლართვა მოხდება. რეალური შედეგები იქნება სადღაც იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვალში და ეს პერიოდი კიდევ უფრო დამძიმდება.

ამისთვის არის საჭირო მომზადება და დახვედრა ვაქცინაციის იმ დოზით და რაოდენობით, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს. შტორმი აუცილებლად იქნება და ინფიცირებულთა რიცხვი გაზიარდება, რადგან „ომიკრონი“ ძალიან გადამდებია, მარტივად გადადის და შედეგები იქნება, რა თქმა უნდა, არასახარბიელო“, - განაცხადა დევი ტაბიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს“ - პაატა იმნაძე

 როგორ ადგენენ მეცნიერები კორონავირუსის ახალ ვარიანტებს?

 „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა“ - ამირან გამყრელიძე

 „ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება“ - კულუმბეგოვი „ომიკრონზე“რე

„ომიკრონის“ გამო შემთხვევები გაიზრდება, ისევ ავალთ 10 000 ინფიცირებულზე“ - თენგიზ ცერცვაძე