მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე განმარტავს, ომიკრონის შემთხვევაში კონტაქტიდან რამდენ წუთში შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1657176340
COVID-19

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომდევნო კვირაშიც დაფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება, მაშინ შესაძლებელია, ზაფხულის განმავლობაში ინფიცირების მნიშვნელოვანი მატება მივიღოთ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ომიკრონის შემთხვევაში კორონავირუსი ინფიცირებულიდან ჯანმრთელს შეიძლება 1 წუთის განმავლობაში გადაედოს.

„თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო, რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება“, - განაცხადა ჩხაიძემ.