მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსმა ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები, თუმცა თუ დავასრულებთ უთანასწორობას, დავასრულებთ პანდემიას“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი
1640979240
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს დამარცხდება.

მისი თქმით, ვაქცინის განაწილების უთანასწორობა ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.

„მთელ მსოფლიოში ხალხი აღნიშნავს ახალ წელს, მაგრამ ზოგიერთი დუმს, ბევრ ქვეყანას სურს ხელი შეუშალოს მასების შეკრებას.

კორონავირუსი რჩება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად: დაავადებამ, რომელმაც ჩაკეტა საზღვრები, გაყო ოჯახები და ზოგან წარმოუდგენელი გახადა სახლიდან გასვლა პირბადის ტარების გარეშე. თუ ჩვენ დავასრულებთ უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას“, - აღნიშნავს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ჯანმომ 2022 წლისთვის ახალი მიზანი დაისახა: ივლისისთვის ყველა ქვეყანაში ადამიანთა 70% სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული. ეს პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა 80-85%-ია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

⚫ „ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „ორი ვარიანტის ცირკულირება დაავადებულთა ცუნამს იწვევს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი