მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოერიდეთ კოვიდს თუ დაორსულება გინდათ“ - ბელგიელი მეცნიერების ახალი კვლევა

კორონავირუსი სპერმას აზიანებს
1640344579
COVID-19

კორონავირუსით დაინფიცირებამ შესაძლოა, კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზე გავლენა მოახდინოს - ბელგიელი მეცნიერები ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

მეცნიერების ცნობით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ სპერმის ხარისხი უარესდება. 

გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის განმავლობაში აღებულმა სპერმის ნიმუშებმა აჩვენა, რომ კვლევის მონაწილე პირების სპერმის ხარისხი 60 პროცენტით, სპერმის რაოდენობა კი 37 პროცენტით შემცირდა.

კვლევაში 120 მამაკაცი მონაწილეობდა, მათი საშუალო ასაკი 35 წელი იყო. 

კორონავირუსის გადატანიდან 3 თვის გასვლის შემდეგ სპერმის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, თუ რა გავლენას ახდენს იგი განაყოფიერებაზე. 

კვლევაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ სქესობრივი გზით კორონავირუსის გადაცემა არ ხდება. 

„ორსულობის სურვილის მქონე წყვილები უნდა გააფრთხილონ, რომ სპერმის ხარისხი კორონავირუსის გადატანის შემდეგ შეიძლება არაოპტიმალური იყოს. სპერმის ხარისხის აღდგენის სავარაუდო დრო არის სამი თვე, მაგრამ მიმდინარეობს შემდგომი კვლევები ამის დასადასტურებლად და იმის დასადგენად, მოხდა თუ არა მუდმივი დაზიანება ზოგიერთი მამაკაცის შემთხვევაში“, - აცხადებენ მკვლევრები. 

როგორ მოქმედებს კორონავირუსი სპერმაზე?

ზოგიერთი ვირუსი, როგორიცაა გრიპი, უკვე ცნობილია, რომ სპერმას დროებით აზიანებს. გრიპის შემთხვევაში, დაზიანება ცხელების შედეგად გამოწვეული სხეულის მაღალი ტემპერატურის ბრალია.

რაც შეეხება კორონავირუსს, მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი სხეულის მაღალ ტემპერატურასა და სპერმის ხარისხს შორის. ამის ნაცვლად, მათ მიაჩნიათ, რომ მიზეზი შეიძლება, სხეულის იმუნურ რეაქციასთან იყოს დაკავშირებული.

მკვლევრების აზრით, ანტისხეულები თავს, ვირუსთან ერთად, სპერმასაც ესხმიან და მის ხარისხში ცვლილებასაც ეს რეაქცია იწვევს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, კორონავირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია“ - მეცნიერები

ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„ზოგიერთ მამაკაცში სპერმის ხარისხი თვეების განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დაქვეითებულია“ - ზაზა წერეთელი