მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“ - ექსპერტები

მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება
1640966495
COVID-19

აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტებმა ამერიკელებს მოუწოდეს მოემზადონ სერიოზული შეფერხებისთვის მომდევნო კვირებში, რადგან COVID 19-ის შემთხვევების მზარდი ტალღა „ომიკრონის“ გავრცელების გამო, საფრთხეს უქმნის საავადმყოფოებს, სკოლებსა და სხვა სექტორებს.

ზედიზედ მეორე დღეა აშშ-ში  შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. სულ მცირე 18 შტატში და პუერტო-რიკოში დაფიქსირდა ახალი შემთხვევების რეკორდები.

მერილენდში, ოჰაიოში და ვაშინგტონში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაიზარდა 27%-ით.

„მომდევნო თვეში ვირუსული ქარიშხალი იქნება“, - განაცხადა მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა ექიმმა მაიკლ ოსტერჰოლმმა.

დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ, ქვეყნის ინფექციური დაავადებების უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევები სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იანვარში.

„ჩვენ ჯერ კიდევ ზრდის დასაწყისში ვართ. იანვარი ძალიან, ძალიან რთული იქნება”, - აღნიშნა ჯონ ბელ ედვარდსმა პრესკონფერენციაზე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა 80-85%-ია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

⚫ „ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „ორი ვარიანტის ცირკულირება დაავადებულთა ცუნამს იწვევს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი