მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1636523488
COVID-19

„მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

„იმუნიზაციის საბჭომ მიიღო  გადაწყვეტილება, საქართველოში ყველა ადამიანს შეეძლება გაიკეთოს 18 წლის ასაკის ზემოთ მეორე დოზის გასვლიდან 6 თვის შემდგომ ბუსტერი. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ ადამიანები, 60 წლის ზემოთ, ვინც „სინოფარმი“ და „სინოვაკი“  გაიკეთა.

მათ შეეძლებათ 3 თვის შემდგომ ბუსტერ დოზა დაიმატონ. მოზარდების აცრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს, რომ სასწავლო წელი არ ჩაიშალოს და შემდეგი წელიც არ იყოს ონლაინ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაიშვა

„აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება“ - ლევან რატიანი

✅ რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

✅ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

✅ 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

 რამდენად სასარგებლოა კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?