მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად სასარგებლოა კორონავირუსის ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?

აცრა
1635326414
COVID-19

სასწავლო წლის დაწყებისთანავე, COVID 19-ის რისკი მშობლების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედიატრების მთავარი საზრუნავია. აქ არის მიმოხილვა იმისა, რაც ვიცით ბავშვებისა და მოზარდების COVID 19-ის ვაქცინების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ზოგადად, ნაკლებად მძიმე ფორმებით ვლინდება ბავშვებში და მოზარდებში, მცირე ნაწილს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გართულებები. ბავშვებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ვირუსის გავრცელებაში, რაც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს პანდემიას. აქ მოცემულია პასუხები ბავშვებში და მოზარდებში კოვიდის ვაქცინების შესახებ გავრცელებულ კითხვაზე.

როგორია ბავშვებისა და მოზარდებისათვის ვაქცინაციის მიმართ მიდგომა?

გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციას კორონავირუსის წინააღმდეგ.

შეერთებულ შტატებში, კანადაში და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, „ფაიზერის“ ვაქცინა ერთადერთი ავტორიზებული ვაქცინაა 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

„ფაიზერს“ და „მოდერნას“ მიეცათ რეკომენდაცია, ბავშვების და 12-დან 17 წლამდე მოზარდთა ვაქცინაციისა. კლინიკურ კვლევების მიხედვით ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციამ ევროკავშირში 100%-ით ეფექტიანობა აჩვენა.

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი ახლა რეკომენდაციას უწევს ვაქცინაციას 12-დან 17 წლამდე მოზარდებში. ორგანომ ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ახალ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო, სადაც უკვე აცრილია თითქმის 10 მილიონი ბავშვი და მოზარდი. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული სარგებელი ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს გადაწონის.

2 აგვისტოს გერმანიაში ჯანდაცვის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 12 წელზე უფროსი ასაკის ყველას პირს შეეძლება აცრა.

გაერთიანებულ სამეფოში ჯერჯერობით საზოგადოების ამ სეგმენტის მიმართ მიღებულია ფრთხილი მიდგომა. 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს უფლება აქვთ აიცრან, თუ ისინი განეკუთვნებიან ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე ჯგუფს, ან ცხოვრობენ ისეთ ადამიანთან ერთად, რომლის იმუნური სისტემა ძლიერ დასუსტებულია.

👉რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

თუმცა, შეერთებულ შტატებსა და კანადაში „ფაიზერის“ ვაქცინა მაისიდან გამოიყენება მოზარდებსა და უფროს ბავშვებში. მხოლოდ აშშ-ში, 12-დან 15 წლამდე 4,4 მილიონზე მეტი მოზარდი უკვე სრულად არის ვაქცინირებული და თითქმის 3,8 მილიონია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრილი.

სხვა ქვეყნებმა, ასევე, უკვე დაამტკიცეს ვაქცინაცია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის არის იაპონია და ისრაელი.

რატომ მიმდინარეობს ჯერ კიდევ კამათი ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ?

ბევრ ქვეყანაში გრძელდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია COVID 19-ის წინააღმდეგ. ამ საკითხის ირგვლივ ყველა ექსპერტი ერთ მოსაზრებას არ იზიარებს.

არ შეგვიძლია რომ მივაღწიოთ მოზრდილი მოსახლეობის იმუნურ ფენას რათა შევძლოთ ბავშვების დაცვა?

ვარაუდი, რომ მოზრდილების ვაქცინაცია, ასევე, დაიცავს ბავშვებს, მცდარია. სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ბავშვები და მოზარდები შეადგენენ გლობალური მოსახლეობის ისეთ დიდ ნაწილს, რომ ისინი უნდა ჩაერთონ იმუნური ფენის ჩამოყალიბებაში.

ერთი წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება მსოფლიო მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია. თუმცა, ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები - მათ შორის ამერიკელი იმუნოლოგი ენტონი ფაუჩი - ამბობს, რომ კარგი შედეგი იქნება ვაქცინირებულთა 85%-ის მაჩვენებლის მიღება.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის შეფასებით, 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის 30,2%-ს.

პროფესორმა კარინა ტოპმა, რომელიც შეისწავლის ეპიდემიოლოგიას, თქვა, რომ იმუნური ფენის მიღწევა დამოკიდებული იქნება „საკმაო რაოდენობის ზრდასრულთა ვაქცინაციაზე, თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებობს შეშფოთება, რომ ბევრ ზრდასრულ ადამიანს არ სურს ვაქცინაცია“.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია უფრო მნიშვნელოვანია.

არიან თუ არა ბავშვები და მოზარდები ვირუსისაგან გამოწვეული რისკის წინაშე, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ნაკლებად ახასიათებს სერიოზული ან ლეტალური შემთხვევების განვითარების ალბათობა?

მცდარია იმის თქმა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებად აქვთ COIVD 19-ით გამოწვეული გართულებები. მიუხედავად ამისა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა, გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის სააგენტომ განაცხადეს, რომ ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას ან საერთოდ არ აქვს, ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს ვირუსი.

2020 წლის იტალიურმა კვლევამ აჩვენა, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს აქვთ COVID 19-ის სერიოზული შემთხვევის განვითარების უფრო დაბალი რისკი. აღმოჩნდა, რომ 3,836 ინფიცირებული ბავშვისა და მოზარდის მხოლოდ 4.3% დაავადდა მძიმედ.

კარდიოლოგები ამბობენ, რომ კორონავირუსით დაავადებული ბავშვების 0,6%-დან 2%-მდე საჭიროებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა.

ამერიკული აკადემიის პედიატრია იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემია დაიწყო, მინიმუმ 4,2 მილიონი ბავშვი იყო ინფიცირებული. აქედან 0,1%-დან 1,9%-მდე პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) აღნიშნავს, რომ ბავშვები ისევე ავადდებიან, როგორც მოზრდილები, თუმცა მათ ნაკლებად აქვთ გართულებები. BMBF-ის ვებსაიტზე წერია, რომ „ეს ასაკზე დამოკიდებული განსხვავება დაფიქსირდა სხვა ინფექციურ დაავადებებთანაც და დაკავშირებულია ბავშვთა და მოზარდთა იმუნურ სისტემასთან, რომელიც უფროსების იმუნურ სისტემასთან შედარებით განსხვავებულად რეაგირებს“. ასაკთან ერთად იმუნური სისტემა ნაკლებად ეფექტიანი ხდება. ეხება თუ არა ეს კორონავირუსულ ინფექციებს, მეცნიერულად ჯერ არ არის დადგენილი.

ამავდროულად, გერმანელი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ის ბავშვები, რომელთაც გულის სერიოზული დაავადებების ან დაუნის სინდრომი აქვთ, მიუხედავად მათი მცირე ასაკისა, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ვაქცინაცია. ეს ეხება კონკრეტულად მათ დაცვას და არა იმუნური ფენის ჩამოყალიბებას.

შეუძლიათ თუ არა ბავშვებს მიიღონ იგივე ვაქცინა, რითაც მოზრდილები იცრებიან?

ძალიან ცოტა კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებსა და მოზარდებზე COVID 19-ის ვაქცინები. როგორც წესი პირველადი ტესტირება ხდება მხოლოდ მოზრდილებზე. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ეფუძნებოდა კვლევას, რომელშიც მონაწილეობდა ამ ასაკობრივი ჯგუფის დაახლოებით 2000 ბავშვი. დაახლოებით 1000-დან, ვინც აიცრა ვაქცინით ვირუსი არცერთს არ განუვითარდა.

კანადამ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს „ფაიზერის“ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის მას შემდეგ, რაც დასრულდა კვლევა ამ ასაკობრივი ჯგუფის 2260 ადამიანზე, რომელშიც 1131 კვლევის მონაწილეს ჩაუტარდა ვაქცინა. „ფაიზერის“ წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა ამ ასაკობრივ ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერ სხვა კატეგორიაში.

კანადელი ვაქცინის მკვლევარი კარინა ტოპი ამბობს, რომ ეს მიზანშეწონილია, რადგან „ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი მონაცემი და გამოცდილება 16 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ უფრო დიდ კვლევებში,“ - თქვა მან.

„ფაიზერის“ ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა იქნა გაცემული მთელ მსოფლიოში... და ჩვენ გვაქვს მონაცემები ამ ადამიანებში ამ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ. მსგავსი დასკვნები 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, გონივრულს ხდის 12-დან 15 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინაციის დამტკიცების შესახებ.

მაგრამ მთავარია სიფრთხილე. ჩვენ ყოველთვის უნდა გავაგრძელოთ ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგი, რადგან კვლევაში 30,000 ადამიანის შემთხვევაშიც კი, თქვენ ვერ გამოავლენთ ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხდება 100,000-დან ერთში ან მილიონში ერთში“, - განაცხადა მკვლევარმა.

გერმანელი პედიატრი აქსელ გერშლაუერი თანხმდება, რომ მოზრდილებისთვის შემუშავებული ვაქცინები ავტომატურად არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის. ზოგჯერ, როგორც მაგალითად ტეტანუსის ვაქცინაციის შემთხვევაში, ჩვილებს აძლევენ შეცვლილ ვაქცინას, რომელიც განსხვავდება ბავშვებისა და მოზარდებისთვის შეყვანილი ვაქცინისგან. ზოგჯერ, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი იღებს სხვადასხვა დოზებს.

„14 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ მიიღონ HPV ვაქცინის ორი დოზა, ყოველ შემთხვევაში კანადაში; მაგრამ 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს მესამე დოზა სჭირდებათ, რადგან მათი რეაქცია არც ისე ძლიერია“, - ამბობს პედიატრი.

ექსპერტების აზრით, ბავშვთა იმუნური სისტემა განსხვავებულად რეაგირებს ვაქცინებზე, ვიდრე მოზარდებისა და მოზრდილების. ამგვარად აუცილებელია ვაქცინის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი დოზის პოვნა. „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ამჟამად ატარებენ კვლევებს 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებთან. „ასტრაზენეკა“ ამოწმებს თავის ვაქცინას მცირეწლოვან ბავშვებზე, მაგრამ შედეგები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

საბოლოოდ, უნდა ჩაიტარონ თუ არა ბავშვებმა COVID- 9-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

მონაცემებისა და ექსპერტების მოსაზრებების მიღმა, ეს რჩება ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად და უნდა განიხილებოდეს და შეფასდეს ოჯახის ექიმთან ან პედიატრთან. თითოეულ შემთხვევაში, ექიმებს შეუძლიათ შეაფასონ ბავშვისთვის სარგებლიანობა და რისკები და ამის მიხედვით გააკეთონ რეკომენდაცია.

იხილეთ აგრეთვე:

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

✅ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

✅ 5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა