COVID-19

„მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 1 წელიწადში დაუბრუნდება“ - ალბერტ ბურლა

ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა Pia.ge
1632737003
დაკოპირებულია

„მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 1 წელიწადში დაუბრუნდება“ - აღნიშნული განცხადება „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ ABC-ს ტელეეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური პროგრესი დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებაზე და ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაზე.

„ფაიზერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველწლიური იმუნიზაცია ნორმა იქნება და შეიქმნება ვაქცინა, რომლის მოქმედებაც სულ მცირე 1 წლიანი უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ 1 წელიწადში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ვარიანტები არ გაჩნდება ან ვაქცინაციის გარეშე შეგვეძლება ცხოვრება.

ჩემი სავარაუდო სცენარი ასეთია - იქიდან გამომდინარე, როგორ ვრცელდება ვირუსი მთელ მსოფლიოში, წელიწადში ერთხელ საჭირო გახდება ვაქცინაცია. თუმცა, ზუსტად არაფრის თქმა შეგვიძლია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კორონავირუსის აღმოფხვრა ბოლომდე არ მოხდება, ალბათ, ენდემიურ დაავადებად ჩამოყალიბდება“ - ზაზა წერეთელი

✅„აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად თუ გაიზრდება, მე-5 ტალღა კიდევ უფრო გადავადდება“ - გამყრელიძე

✅მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 232 მლნ-ს აჭარბებს