მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა, მცირე მონაკვეთში ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1640685779
COVID-19

„ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

კულუმბეგოვმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის და რეკომენდაციების დაცვისკენ. 

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი აღნიშნავს, „ომიკრონი“ სერიოზული გამოწვევაა. 

„ომიკრონი“ ეს არის  ძალიან სერიოზული გამოწვევა, მას შეუძლია, დროის მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. „ომიკრონი“ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა, პრობლემის მატარებელი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოვალეობა მოვიხადოთ და ამ გამოწვევის საპირისპიროდ,  ვაქცინაცია ყველამ ჩავიტაროთ. იმედი დავიტოვოთ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბები მას მისცემს საშუალებას, შემდგომ რამდენიმე თვეში თითქმის მოიცვას პლანეტის უდიდესი ნაწილი, რაც იქნება პანდემიის მკვეთრი შესუსტების, პანდემიური ხასიათის მკვეთრი საფუძველი. თუმცა, ამას რა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება, პროგნოზირება ძალიან გართულებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს“ - პაატა იმნაძე

 როგორ ადგენენ მეცნიერები კორონავირუსის ახალ ვარიანტებს?

 „ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა“ - ამირან გამყრელიძე

 „ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება“ - კულუმბეგოვი „ომიკრონზე“რე

„ომიკრონის“ გამო შემთხვევები გაიზრდება, ისევ ავალთ 10 000 ინფიცირებულზე“ - თენგიზ ცერცვაძე