მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ გამო შემთხვევები გაიზრდება, ისევ ავალთ 10 000 ინფიცირებულზე“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი
1640506154
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების გამო შემთხვევები მოიმატებს და საქართველოში კვლავ დაფიქსირდება დღიურად 5 000 ინფიცირება. 

მისი  თქმით, „ომიკრონის“ გავრცელების შეჩერება ზომების მიუხედავად შეუძლებელია და მის წინააღმდეგ ერთ-ერთი იარაღი ვაქცინაციაა. 

„ახლა არის დაახლოებით 50-მდე ავადმყოფი საქართველოში. მიიღება ყველა ზომები, რომ „ომიკრონი“ არ გავრცელდეს, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ მათ იზოლირებას, მაგრამ მსოფლიომ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელია.

საქართველოშიც სამწუხაროდ, გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტ-ნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა, 2-3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი