COVID-19

„ომიკრონი“ გლობალური საფრთხეა და მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს - ჯანმო

ჯანმო ომიკრონზე
1638191534
დაკოპირებულია

„კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელმაც წინა ვარიანტებთან შედარებით მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადა,  ძალზე მაღალ საფრთხეს წარმოადგენს და დაავადებათა ფაქტების ზრდა შეიძლება გამოიწვიოს". ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს - იუწყება Reuters

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ახალ შტამს შეიძლება „სერიოზული შედეგები მოჰყვეს“. ამასთანავე, ჯანმოს ცნობით, „ომიკრონით" ინფიცირებული პირების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ აუცილებელია მისი დამატებითი შესწავლა, თუ რამდენად ეფექტიანია მის წინააღმდეგ დღეს არსებული ვაქცინები და როგორია ადამიანის იმუნიტეტი კორონავირუსის სხვა შტამებით ინფიცირების და გამოჯანმრთელების შემდეგ.

ახალი შტამის გავრცელების გამო ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ ვაქცინაციის ტემპები გაზარდოს და პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირები აცრას.

„ომიკრონს" ძალზე ბევრი მუტაცია გააჩნია. ზოგიერთ მათგანს პანდემიის ტრაექტორიაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, „ომიკრონის“ გამო აუცილებელია პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეთანხმება. ქვეყნებმა ერთმანეთს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ“  - აცხადებენ ჯანმოში. ინფორმაცია პირველ რიგში ვირუსის სტრუქტურას და კვლევების შედეგად შექმნილ ვაქცინებს უნდა ეხებოდეს.

როგორც ეპიდემიოლოგმა რიჩარდ ჰეტჩელმა განაცხადა, ომიკრონის შტამის გაჩენა ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალი შტამები სწორედ ისეთ რეგიონებში წარმოიქმნება, სადაც მოსახლეობაში ვაქცინაციის დაბალი დონეა. მაგ, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის მხოლოდ 25% არის ვაქცინირებული.

ახალი შტამის „ომიკრონის" შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

ასევე წაიკითხეთ:

🔴  „რაც არ უნდა ვარიანტი გაჩნდეს, პირბადე ყოველთვის გვიცავს“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔴  „ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔴  აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი