მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი
1638097260
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდება. 

მისი თქმით, აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. 

„ცილის სპაიკში, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი იჭრება ადამიანის ორგანიზმში, მომხდარია 50 მუტაცია  და ერთ ცილაში, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ეჭიდება ადამიანს უჯრედს და აღწევს, 10 ცვლილებაა, მაშინ როდესაც კორონავირუსის შემთხვევაში 2 ცვლილებაა და სწორედ ამან დააფიქრა მეცნიერები, იმიტომ, რომ ამდენი მუტაცია ერთდროულად და 5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს არის დელტაში, ძალიან შემაშფოთებელია.

საქართველოში არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი: ერთი, მნიშვნელობა არ აქვს ეს „ომიკრონი“ იქნება თუ არა, ამ მომენტში საქართველოში არის დელტა და სანამ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის მოცვა არის დაბალი, ყველანაირი შტამი ჩვენთვის არის სახიფათო. საქართველომ ყველანაირად უნდა ეცადოს ვაქცინაციის გაზრდა და მეორე, საქართველომ ყველანაირად უნდა ეცადოს იმ ხალხის აცრაც, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC