მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონი პაციენტების უმეტესობას უსიმპტომოდ გადააქვს - კვლევა

ნიშნავს თუ არა სიცხე, რომ გაქვთ კორონავირუსი?
1641898221
COVID-19

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის შტამი ომიკრონი პაციენტების უმეტესობას უსიმპტომოდ გადააქვს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სპეციალისტებმა სამხრეთ აფრიკაში ორი კლინიკური კვლევა ჩაატარეს. სწორედ უსიმპტომოდ დაავადების გადატანის გამო ის მსოფლიოში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წინა შტამებთან შედარებით ომიკრონი ტესტირების შედეგად ბევრად უფრო მეტ პაციენტს დაუდგინდა, ვისაც სიმპტომები არ ჰქონდა, ვიდრე წინა პერიოდში.

„თუ წინა შტამების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტებში დადებითობის მაჩვენებელი 1% იყო, ახლა ის 2,4%-მდე გაიზარდა“, - წერენ კვლევის ავტორები.

ჯგუფ Sisonke-ს მიერ ჩატარებული კვლევები უფრო დიდ სხვაობას იძლევა. თუ Beta-ს და  Delta-ს შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა 2,6%-ს  შეადგენდა, ომიკრონის შემთხვევაში მან 16% შეადგინა. კვლევებში 577 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ვაქცინირებული იყო.

ომიკრონი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს. ბოლო დროს აფრიკაში ამ შტამით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. კვლევები კი მიუთითებს, რომ ომიკრონი წინა შტამებთან შედარებით ადამიანებს უფრო მარტივად გადააქვთ.

იხილეთ აგრეთვე:

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

📢 საკმარისია თუ არა ომიკრონის დასადგენად ცხვირიდან ტესტის აღება - ექსპერტების განმარტება