მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

კორონავირუსის ომიკრონის შტამი
1640602370
COVID-19

მსოფლიოს ომიკრონის ცუნამმა გადაუარა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებისთვის? BBC ომიკრონზე და მასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე სტატიას ავრცელებს. 

ამ შტამთან დაკავშირებით საკუთარ აზრს მეცნიერები და პოლიტიკოსები გამოთქვამენ. პარალელურად კი ომიკრონის გამო ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეზღუდვები წესდება.

შესაბამისად ახალ შტამზე ხშირად შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგჯერ კი პირიქით - დადებითი ამბები.

ეს წინა ზამთარი არ არის

ევროპაში ყველას ახსოვს 2020 წლის დეკემბერი, როდესაც საშობაო არდადეგების წინ ლოკდაუნი გამოცხადდა, რის გამოც ბევრმა ადამიანმა ოჯახის წევრებთან დღესასწაულის აღნიშვნა ვერ შეძლო. დაშვებული იყო შობის აღნიშვნა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად. ასევე, იყო დაწესებული შეზღუდვები შეკრებილი ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

2020 წელს ალფა შტამის გავრცელებას ნოემბერში ლოკდაუნები მოჰყვა, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ვაქცინაცია მაშინ მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო.

რაც შეეხება 2021 წლის შობას და ამ დღესასწაულის აღნიშვნის წესებს, ის ბევრად უფრო რბილია შარშანდელთან შედარებით.

„ომიკრონი კორონავირუსის უფრო რბილი ფორმაა“

თუ ომიკრონით დაინფიცირდით, თქვენ მძიმე დაავადების ნაკლები საფრთხე გემუქრებათ, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში. ომიკრონის შტამით დაავადების დროს 70%-ით ნაკლები საფრთხეა, რომ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

ომიკრონის სიმპტომები

ომიკრონი ყელის ტკივილს, სურდოს და თავის ტკივილს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი ამას მსუბუქად გადაიტანს, მაგრამ ეს ყველას არ ეხება. არსებობს მძიმე ფორმით დაავადების ალბათობაც. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ომიკრონის მუტაციებმა ის ნაკლებად საშიში გახადეს, ასევე დაავადების ნაკლები სიმძიმე ვაქცინაციასაც უკავშირდება.

ომიკრონი ძალზე სწრაფად ვრცელდება

ომიკრონის შტამი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ჰოსპიტალიზაციის საფრთხე ორჯერ ნაკლებია, მაგრამ ინფიცირების რაოდენობა - ორჯერ მეტი. გამოდის, რომ საბოლოოდ სურათი იგივეა, რაც წინა შტამების შემთხვევაში. ომიკრონს წინა შტამების გადატანის და ვაქცინაციით შექმნილი იმუნიტეტის გვერდის ავლა შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ისევ მატება დაიწყო. 23 დეკემბერს 120 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ეს სრული მონაცემები არ არის, რადგანაც ტესტს ყველა დაავადებული ადამიანი არ იკეთებს. ომიკრონი, წინა შტამების მსგავსად, კვლავ ხანდაზმულ ადამიანებს ემუქრება. ჯერჯერობით ამ შტამით ინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალიზებული ადამიანების უდიდესი ნაწილი 40 წელზე ახალგაზრდაა და არავინ იცის, რა მოხდება, როდესაც შტამი ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს შეეხება. არსებობს იმის ალბათობა, რომ ინფიცირებული იქნება ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში.

ვაქცინის ორი დოზა საკმარისი აღარ არის

ომიკრონით ინფიცირებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა საკმარისი აღარ არის. ამის გამო რევაქცინაციის, ანუ მესამე, „ბუსტერ“ დოზის კამპანია გააქტიურდა.  დიდ ბრიტანეთში 31 მლნ ადამიანმა ვაქცინის მესამე დოზა მიიღო.

ახალი ანტივირუსული პრეპარატები

ვაქცინების პარალელურად ახალი ანტივირუსული პრეპარატებიც გამოჩნდა. ის, ასევე, ჰოსპიტალიზაციის საშიშროებას ამცირებს. პრეპარატებს რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანების აძლევენ, მათ შორის იმათაც, ვინც ორგანოების ტრანსპლანტაცია აქვთ გადატანილი. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია მოლნუპირავირი, რომელიც ომიკრონს ორგანიზმში გავრცელებას ხელს უშლის და ჰოსპიტალიზაციის ალბათობას 30%-ით ამცირებს. პრეპარატი სოტროვიმაბი, რომელიც ანტისხეულებით თერაპიას ნიშნავს, დაავადების მძიმე ფორმას 79%-ით ამცირებს. ორივე პრეპარატი ვირუსის გავრცელებას ანელებს, რაც ორგანიზმს იმუნური რეაქციისთვის საკმარის დროს აძლევს.

მომავალი კვირები გადამწყვეტია

მთავარი საკითხი, რაც ახლა მეცნიერებს აწუხებს - საკმარისია თუ არა ეს პრეპარატები, ბუსტერ დოზები ამ შტამის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუ კვლავ აუცილებელი იქნება შეზღუდვების დაწესება?

ომიკრონის გავრცელების სიჩქარიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე პასუხს მალე მივიღებთ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს“ - პაატა იმნაძე

🔴„ომიკრონი“ 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა“ - ამირან გამყრელიძე

🔴  „ომიკრონის“ გამო მსოფლიოში ასობით ფრენა გაუქმდა