მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით, ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
1642659109
COVID-19

ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

როგორც,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად არ უნდა ვიყოთ.

„ომიკრონი“ უკვე პრევალირებს ქვეყანაში. „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ტელიფოციტების სისტემაზე „ომიკრონი“ ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, ისე როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“  დროულად და სადაც საჭიროა, ყველგან, ვატაროთ  პირბადე“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, აცრა სიკვდილისგან დაცვას უზრუნველყოფს.

„საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიქმნას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია ჩვენ ვიყოთ აცრილები იმისათვის, რომ კორონამ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს. 

„ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას და არც აცრის სტატუსს. ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ“, - დასძენს პაატა იმნაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება