მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს
1633969441
COVID-19

„ადამიანები, რომლებიც ერთდროულად გრიპით და კოვიდით ავადდებიან, ორჯერ უფრო მეტად იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ კორონავირუსით არიან დაავადებული“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, ექიმმა ჯენი ჰარისმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ზამთარში გრიპი და კორონავირუსი ერთდროულად (ტვინდემია) პირველად ვრცელდება, ამიტომ ადამიანებმა უნდა მიიღონ, როგორც კორონავირუსის, ასევე, გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები.

„ხალხი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ გრიპი შეიძლება იყოს ფატალური დაავადება. წელს გრიპი კოვიდთან ერთად ვრცელდება. ორივე ვირუსთან გამკლავების რისკები რჩება. წინ არის გაურკვეველი ზამთარი. გრიპის შემთხვევები წინა წელს უფრო დაბალი იყო“, - განაცხადა ჰარისმა.

როგორც ჰარისი აღნიშნავს, გრიპი და კოვიდი ორივე ერთად იმუნიტეტს მნიშვნელოვნად დააქვეითებს.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინაში არის ვირუსის ოთხი შტამი.

„ვაქცინაცია როგორც კოვიდის, ასევე, გრიპის დროს მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, ჩვენ პირველად ვნახოთ მრავალწლიანი გრიპი“, - დასძენს ჰარისი.

👉 რა არის ტვინდემია?

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელია“ - ივანე ჩხაიძე

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე