მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემიას ვერ გავუმკლავდით“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1640950509
COVID-19

„2022 პანდემიის დასრულების წელი იქნება“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ პანდემიას რაღაც ნაწილში ვერ გაუმკლავდნენ. 

„ბოლო წელი იყო, ძალიან დიდი სერიოზული გამოწვევების წელი და ამ გამოწვევებს ჩვენ რაღაც ნაწილში გავუმკლავდით, მხედველობაში მაქვს კლინიკური სექტორის გამართული საქმიანობა. გვქონდა ისეთი მიმართულებები, სადაც ვერ გავუმკლავდით პანდემიას, გამოწვევებს - ეს იყო ვაქცინაცია. ვერ გავუმკლავდით იმას, რომ წლის ბოლოს გვყოლოდა 2/3-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული. 2022 წელი მიმაჩნია, რომ იქნება პანდემიის დასრულების წელი“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა 80-85%-ია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

⚫ „ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „ორი ვარიანტის ცირკულირება დაავადებულთა ცუნამს იწვევს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი