მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ მე-4 დოზა უნდა დაიშვას, კოვიდის საფრთხე არსად წასულა“ - გიორგი ფხაკაძე

„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის“
1649325761
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინის პროტოკოლის ცვლილებასა და ჩინური ვაქცინების გამოყენების შეჩერებას ითხოვს. 

მისი თქმით, კორონავირუსის საფრთხე არ გამქრალა და მოქალაქეების „ფაიზერის“ მეოთხე დოზით აცრაა საჭირო. 

„მოვითხოვ კოვიდვაქცინაციის პროტოკოლის ცვლილებებს. შეჩერდეს არაეფექტური ვაქცინების გამოყენება საქართველოში („სინოვაკი“ და „სინოფარმი“)  არაერთი ათეული მეცნიერული მტკიცებულება არსებობს, რომ „დელტა“ და „ომიკრონის“ შტამების წინააღმდეგ ეს ვაქცინები არაეფექტურია.

დაიშვას „ფაიზერის“ მე-4 დოზა 50 წლის ასაკის ზევით მოქალაქეებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის მე-3 დოზიდან 4 თვეში (სამწუხაროდ, „მოდერნას“ ვაქცინა არ/ვერ შემოიტანეს).

ისრაელის კვლევამ დაადასტურა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის მე-4 დოზა საკმაოდ ეფექტურია და დადასტურდა, რომ ინფიცირებასა და გართულებას საგრძნობლად ამცირებს.

ამერიკაში „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინის მე-4 დოზა დაამტკიცეს ყველასთვის, ვინც არის 50 წლის ზევით - მე-3 დოზიდან 4 თვეში.

ჩვენ რას ველოდებით? აშკარად ვხედავთ მარტო „კრემლოვიჩების“ პროპაგანდას ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე და ასევე შარლატანებს, მაგებს, ასტროლოგებს, ბალახების გამყიდველებს, უფოლოგებს და მოსკოვში ნასწავლ „მეცნიერებს“.

აიცერით „ფაიზერით“ ან მოდერნას ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ. კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე, როგორც რუსეთის.  შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნის/ივლისისათვის“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

ამავე თემაზე:

🔴 პირბადის გაუქმება, „პაქსლოვიდის“ მიღება - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები სრულად

🔴 PCR ტესტის გარეშე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება

🔴 „პანდემია დასასრულს უახლოვდება“ - ზურაბ აზარაშვილი

🔴 საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის

🔴 დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან - გიორგი ღიბრაძე