მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
1640949726
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ეს წელი ძალიან მძიმე იყო პანდემიის კუთხით. 

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ პანდემიას ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სამედიცინო სექტორი ზღვარზე მუშაობდა. 

„ეს წელი ძალიან მძიმე იყო, როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ასევე, საქართველოსთვის. საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე  შეეწირა კორონას პანდემიას. სამედიცინო სექტორისათვის ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდა. იყო დღეები, როდესაც ზღვარზე მუშაობდა სამედიცინო სექტორი. იმის გათვალისწინებით, როგორი გავრცელება მოიპოვა „ომიკრონმა“ მთელ მსოფლიოში, პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და, რა თქმა უნდა, ისევ რჩება პირველ რჩევად აცრა, რომელსაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა 80-85%-ია“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე

⚫ „ევროპაში ცუნამია და ვერც საქართველო ასცდება ამ უბედურებას“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „ორი ვარიანტის ცირკულირება დაავადებულთა ცუნამს იწვევს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი