მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტიანია KN95 და KF94 პირბადეები ომიკრონის წინააღმდეგ - Reuters-ის განმარტება

პირბადეები
1642586078
COVID-19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაცული პირბადეები ატარონ, ერთ-ერთი არის N95-ის ტიპის პირბადე. ამის შესახებ Reuters იუწყება.  

რა არის N95-ის ტიპის პირბადე?

ეს პირბადეები და მათი საერთაშორისო ანალოგები KN95 და KF94 პოლიპროპილენის რამდენიმე შრისგან, ანუ სინთეტიკური ნაჭრისგან მზადდება. ის სახეს ძალზე კარგად ეკვრება და სახეს ინფექციისგან საკმაოდ კარგად იცავს. 

სწორად გამოყენების შემთხვევაში N95-ის პირბადეები ჰაერში არსებული ნაწილაკების 95%-ს არ ატარებს. ის 0,3 მიკრონის ზომის ნაწილაკებს არ ატარებს.

KN95 და KF94 სერტიფიცირებულია სამხრეთ კორეაში და ჩინეთში.  KF იშიფრება როგორც „კორეული ფილტრი“ და ის ნაწილაკების 94%-ს აჩერებს.

„N95, KN95 და KF94 არის საუკეთესო პირბადეები, რომლებიც ადამიანის  მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს,“ - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი ერიკ თონერი.

რამდენად ეფექტიანია პირბადეები ომიკრონის წინააღმდეგ?

ომიკრონისგან დაცვას, რომელიც ძალზე გადამდები შტამია, მხოლოდ მაღალი ხარისხის პირბადე უზრუნველყოფს. საუკეთესოა ამ შემთხვევაში კვლავ  N95-ის ტიპის პირბადე, მეორე ადგილზე მოდის პირბადეები KN95 და ამის შემდეგ უკვე მოდის ნაჭრის მრავალშრიანი პირბადეები. უბრალო ნაჭრის პირბადე ყველაზე ნაკლებად ეფექტიანია, თუმც,ა მისი გამოყენება ქირურგიულ პირბადესთან ერთად დაცვის საკმაოდ მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

არის თუ არა პირბადე მრავალჯერადი?

CDC-ის ინფორმაციით, პირბადეები ერთჯერადია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მისი გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება. სააგენტოს ინფორმაციით, N95-ის  პირბადის გამოყენება მაქსიმუმ 5-ჯერ შეიძლება. როგორც ინფექციონისტი გრეგორი პოლანდი აცხადებს, როდესაც პირბადე სველდება, მისი ეფექტიანობა იკლებს, შესაბამისად უმჯობესია პირბადის გამოცვლა დღის განმავლობაში.

როდის უნდა ვატაროთ N95 და რა არის მისი ალტერნატივა?

CDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, N95-ის პირბადის ტარება, პირველ რიგში, აუცილებელია ავადმყოფთან კონტაქტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დიდი ხნის განმავლობაში მგზავრობის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში ან შენობაში. 

თუ N95 პირბადე ხელმიუწვდომელია, შესაძლებელია ქირურგიული  და ჩვეულებრივი ნაჭრის პირბადის ერთად გამოყენება.

„ვაქცინაცია და პირბადის ტარება საუკეთესო დაცვაა“, - ამბობს ინფექციონისტი. 

მისი თქმით, ჩვეულებრივი ნაჭრის რამდენიმე პირბადის ერთად ტარება, ასევე, ნორმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

ამავე თემაზე:

ბავშვები პირბადეებში - უქმნის თუ არა კოვიდშეზღუდვები საფრთხეს ბავშვთა ფსიქიკას?

ომიკრონისგან მხოლოდ სამშრიანი პირბადე გვიცავს - ექსპერტები

როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?