უცხოეთი

N95 - საუკეთესო პირბადე კორონავირუსისგან დასაცავად

პირბადე N95
1633716660
დაკოპირებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირბადე N95 - ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა - აცხადებენ სპეციალისტები. ამის შესახებ aljazeera.com იუწყება.

ვირუსისგან დაცვის ეფექტიანობა სწორედ პირბადის ხარისხზეა დამოკიდებული.

ვინაიდან კორონავირუსით ყოველ მესამე ინფიცირებულს სიმპტომები არა აქვს, პირბადეების ფართო გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია. პირბადე ვისაც უკეთია, გარშემომყოფებს სწორედ მისგან ინფიცირებისგან იცავს. პირბადის მასიური გამოყენება ვირუსის გავრცელებისგან ეფექტიანად იცავს.

პანდემიის დასაწყისში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობა შეინიშნებოდა. სახელი N95 წარმოიშვა იმის გამო, რომ ეს პირბადე მიკრონაწილაკების 95%-ს იკავებს. დღეს ეს ბაქტერიების და ვირუსების გავრცელებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეების ტარება უფრო აუცილებელი გახდა. ვაქცინა, ბუნებრივია, დაავადების მძიმე ფორმისგან გვიცავს და ვირუსის გადაცემას ანელებს, მაგრამ სხვა პროფილაქტიკური ზომების განხორციელება კვლავ აუცილებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინც და მაინც N95-ის ტიპის პირბადეს ვერ იშოვით, სჯობს ჩვეულებრივი ნაჭრის ან სამედიცინო პირბადე გამოიყენოთ, ვიდრე საერთოდ მის გარეშე იყოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია პირბადე თქვენი სახის ზომას მოერგოს, ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, თუ პირბადე ზომით დიდია და გვერდიდან ჰაერი ხვდება, მაშინ ის ორგანიზმს არ იცავს. ასევე, პირბადე თქვენთვის მოხერხებული უნდა იყოს, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში ტარება შეძლოთ და მან სახის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. არსებობდა ეჭვი, რომ პირბადის ხელმეორედ გამოყენება საშიშია, მაგრამ ახლა დადასტურდა, რომ ნიღბის ნაჭრის ზედაპირზე ვირუსი დიდხანს ვერ ცოცხლობს, შესაბამისად N95-ის პირბადის რამდენჯერმე გამოყენება უსაფრთხოა.

N95 და FFP2 პირბადის შოვნა არც თუ ისე ადვილია. იყიდება ბევრი არაორიგინალი და დაბალი ხარისხის პირბადე. ნამდვილი და ყალბი პირბადეების გარჩევა ძალზე რთულია. რაც შეეხება ჩვეულებრივ, ნაჭრის პირბადეს, ის ეფექტიანი დაცვისთვის მინიმუმ სამი შრისგან უნდა შედგებოდეს.

ვერსიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ზედაპირიდან გადაეცემა, არ დასტურდება. შესაბამისად, ყველაზე ხშირად ის წვეთოვანი და ჰაერწვეთოვანი გზით ერთი ადამიანისგან უშუალოდ მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს გადაეცემა.

შესაბამისად მნიშვნელოვანია სკოლებში, ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებში ჰაერის ვენტილაცია და მისი გაფილტვრა, რათა ვირუსი გადამტანი ნაწილაკების ჰაერიდან გაქრეს. ვიდრე მთავრობები და მარეგულირებელი ორგანოები ამ პრობლემას სერიოზულად არ მიაქცევენ ყურადღებას, ინფექციის გადატანა და ხელახალი ინფიცირება შეიძლება გაგრძელდეს - წერს aljazeera.com.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით.