მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ღოღობერიძე
1643715399
COVID-19

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავრის“ ეთერში იმის შესახებ ისაუბრა თუ რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი.

როგორც  ღოღობერიძემ აღნიშნა, ტესტებს კოვიდის დადასტურებისთვის ვირუსის განსაზღვრული რაოდენობა სჭირდება. 

მისი თქმით, ტესტის გაკეთება სიმპტომებიდან მესამე დღეს არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ვირუსის გარკვეული რაოდენობა უკვე სასუნთქ გზებშია:

„PCR ტესტი და სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითია მაშინ, როდესაც ვირუსის არასაკმარისი რაოდენობაა სასუნთქ გზებში. ორივეს სჭირდება ვირუსის განსაზღვრული რაოდენობა, რადგან ვირუსი იპოვოს და მისი აღმოჩენა შეძლოს. თუ გვაქვს „ომიკრონის“კლინიკური ნიშნები და სწრაფი ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში უნდა მოვიცადოთ 3 დღე და სამი დღის მერე გავიკეთოთ პისიარ ტესტირება. 3 დღის შემდგომ, როგორც წესი, სასუნთქ გზებში იქნება ის რაოდენობა ვირუსისა, რომ ის ტესტმა დროულად იპოვოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დღეს კორონავირუსის გარდა გაციების სხვა შემთხვევები გხვდება, გამოწვეული რინოვირუსით და ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციებით. ამიტომ, შეიძლება, გვქონდეს კოვიდის მსგავსი კლინიკური ნიშნები, მაგრამ არასდროს არ დაგვირგვინდეს არცერთი კვლევით მისი შემთხვევა“, - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება

🔘„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი