მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ    რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
1660030570
COVID-19

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, - ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 59%-ს აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი - 25.6%-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 5.7 პროცენტს.

ანგარიშის თანახმად, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82 პროცენტში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით.

გარდაცვლილთა 79%-ს (95% CI 78.3-79.6) აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს (95% CI 28.3-29.8), ხოლო 21.7%-ში (95% CI 21.0-22.3) განვითარდა გულის უკმარისობა.

ამავე თემაზე: 

✔️ 12 729 ინფიცირება, 11 199 გამოჯანმრთელება, 8 გარდაცვალება - 9 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა საქართველოში

✔️ 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

✔️ „კოვიდი არსად არ წასულა და ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზებაა საჭირო“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ „ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი“ - მაია ბუწაშვილი

✔️ თენგიზ ცერცვაძე ოჯახის ექიმებს და კოვიდკლინიკებს ურჩევს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“ პირველივე დღეებში გამოიყენონ