მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სწრაფი ტესტი ძალიან კარგად მუშაობს, ის უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა სიმპტომები კარგად არის გამოხატული“ - პაატა იმნაძე

იმნაძის კომენტარი
1642706216
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ანტიგენის სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ტესტები სწორად მუშაობენ მაშინ, როდესაც ადამიანს გამოხატული სიმპტომები აქვს.

„სწრაფი ტესტი ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ ის უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა სიმპტომები არის გამოხატული. ალგორითმი ასეთია - ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე სახის, გრიპისმაგვარი დაავადების, სიმპტომები, პირველ რიგში, გადადის იზოლაციაში, რათა სხვები არ დააავადოს. ამის შემდეგ, მეორე-მესამე დღეს, ხდება სწრაფი ტესტის გაკეთება. სწრაფი ტესტის გაკეთების ტექნიკასაც გააჩნია, იგი თითქმის ხახამდე უნდა მივიდეს, ხახას უნდა მოესვას, ეს არის სწრაფი ტესტი და ამ დროს იგი მშვენივრად იძლევა სწორ პასუხს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება