მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

ექიმი დავით გადელია
1643788553
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, ექიმი დავით გადელია მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  -„როგორ შეიძლება ადამიანების ასეთი რაოდენობა ვერ არჩევდეს, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი“. 

გადელიას თქმით, რეკორდული ინფიცირების პირობებში მწვანე პასპორტების გაუქმება სასიხარულო არ არის. 

„საოცარი რეაქციაა... პანდემიაც და აქედან გამომდინარე რეგულაციებიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება. მწვანე პასპორტიც რეგულაციის ნაწილია. ერთი სული მაქვს როდის მოვა ის დღე, კოვიდის გაქრობის, რომ მართლა გავიხარო! ახლა, ამ რეკორდული ავადობის პირობებში რა არის სასიხარულო?

მწვანე პასპორტი იყო მთავარი პრობლემა?! როგორ შეიძლება ადამიანების ასეთი რაოდენობა ვერ არჩევდეს რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი? ახლა, უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს  „ვაშა, სიღარიბე აღარაა დავძლიეთ!“-ო? თუ ჯერ სიღარიბე უნდა გაქრეს და შემდეგ ამ პოლისის არსებობის აუცილებლობა? თუ ეს პოლისი არაა ადამიანების სეგრეგაციის წყარო?... არადა, რა ცოტა ფიქრია საჭირო“, - წერს გადელია სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე