მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

კორონავირუსი
1672948865
COVID-19

XBB.1.5 კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი აშშ-ში ძალიან სწრაფად ვრცელდება, რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც. 

👉 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

ახალმა ქვევარიანტმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოიწვია მედიკოსებისა და ექსპერტების შეშფოთება. რა უნდა ვიცოდეთ XBB.1.5-ის შესახებ?

რა არის XBB.1.5?

XBB.1.5 არის გლობალურად დომინანტური „ომიკრონის“ შტამის კიდევ ერთი ქვევარიანტი. XBB.1.5-ის სიმპტომები წინა ომიკრონის შტამების სიმპტომების მსგავსია: ადამიანების უმეტესობას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები.

XBB.1.5 წარმოიშვა XBB-ის ქვევარიანტიდან, რომელიც ბრიტანეთში 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. XBB-ს ჰქონდა მუტაცია, რომელიც მას ორგანიზმის იმუნური დაცვის დამარცხებაში დაეხმარა. 

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორმა, ვენდი ბარკლეიმ განაცხადა, რომ XBB.1.5-ს აქვს მუტაცია, რომელიც ცნობილია როგორც F486P, რომელიც ვირუსის მიერ ადამიანის დაინფიცირებას ამარტივებს და იგი იმუნურ სისტემასაც გვერდს უვლის.

მისივე თქმით, ვირუსი ვითარდება, რათა სხეულის დამცავი მექანიზმების გვერდის ავლის ახალი გზები აღმოაჩინოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა, რომ XBB.1.5-ს, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ინფიცირების რიცხვის ზრდის „უპირატესობა“ აქვს, მაგრამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ქვევარიანტი უფრო სერიოზული ან საზიანოა, ვიდრე მისი წინამორბედები.

სად ვრცელდება XBB.1.5?

ახალი ქვევარიანტი ძირითადად აშშ-ში ვრცელდება.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების 40%-ზე მეტი XBB.1.5-ით ინფიცირებულებზე მოდის, რაც მას დომინანტურ შტამად აქცევს.

დეკემბრის დასაწყისში იგი შემთხვევების მხოლოდ 4% შეადგენდა, ახლა კი მან ომიკრონის სხვა ვარიანტებს გადაუსწრო. 

აშშ-ის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ბოლო კვირებში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც მთავრობამ უფასო ტესტირების პროგრამა განაახლა. 

რას ამბობენ მეცნიერები? 

პროფესორ ბარკლეის განცხადებით, ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც ვაქცინაციის დონე მაღალია, კორონავირუსის ახალი ვარიანტი საშიში არ იქნება, მაგრამ ისეთი მძიმე ავადმყოფებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია სათანადო დაცვას ვერ უწევს, ვირუსმა შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორმა, დევიდ ჰეიმანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტზე საკმარისი ინფორმაცია არ მოგვეპოვება და მასზე დაკვირვება და მისი თვისებების შესწავლა ჯერ კიდევ საჭიროა, თუმცა მან აღნიშნა, რომ XBB.1.5-მა ნაკლებად სავარაუდოა, გამოიწვიოს დიდი პრობლემები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის მაღალი დონე და ბუნებრივი იმუნიტეტი. 

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ XBB.1.5-ი საშიშია ჩინეთის მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც ხანგრძლივი ლოკდაუნების გამო, ვაქცინირებულთა და ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანების რიცხვი მცირეა. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს

👉 „მე დავიწყე და მას ფიზიკურად, ხელით დავუპირისპირდი“ - უცნობის სიძე მერაბიშვილთან მომხდარ კონფლიქტზე

👉 ილია მეორემ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა

👉 „ვიქტორ იანუკოვიჩი მარტში მინსკში გაფრინდა, სადაც კიევის აღებას ელოდებოდა“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ჩეჩნეთიდან „ვაგნერის ჯგუფში“ პატიმრების რეკრუტირება დაიწყეს“ - უკრაინის დაზვერვა