საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7110 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7141 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1860 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2007 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0654 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 სექტემბერს შევა ძალაში.