ფრანგული საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანიის, Toluna Harris Interactive-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 49% საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
გამოკითხვა ჩატარდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ თავისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება მოითხოვა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით:
გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში 2025 წლის 4-5 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 307-მა ადამიანმა მიიღო.
რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა კვოტების მეთოდით, რათა ზუსტად ასახულიყო 18 წელზე უფროსი ასაკის საფრანგეთის მოსახლეობა.
გამოკითხვის ცდომილების ფარგლები 2.5-დან 5.8 პუნქტამდეა.