მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[+18 ფოტო კოშმარი] - რუსული „დენაციფიკაცია“

ბუჩა

გაფრთხილება❗❗❗ ფოტოები არის ძალიან სენსიტიური და არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთათვის. ერთადერთი მიზანი აქვს ამ მასალის გამოქვეყნებას, რომ ვიცოდეთ, რა არის რუსული „დენაციფიკაცია“. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას დღესაც სრული სერიოზულობით ვერ აღიქვამენ და დღემდე ამ ბოროტი სახელმწიფოს მადიდებელნი რჩებიან. ამას ლიდერები არ აკეთებენ, ამას აკეთებენ ის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ რომ ვარდებიან, აცხადებენ, რომ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ უკრაინაში. 

დმიტრივკა მდებარეობს ბუჩას რაიონში, კიევის მახლობლად, ჟიტომირის გზატკეცილის გასწვრივ. ომის პირველივე დღიდან იქ ოკუპანტების ტანკები ჩავიდნენ. რამდენიმე დღის წინ სოფელი უკრაინის არმიამ გაათავისუფლა. ახლა მისი მაცხოვრებლები სოფელში ბრუნდებიან. ზოგიერთ დაღუპულს ხელები შეკრული აქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის გენოციდი. ვაქვეყნებთ ფოტოგრაფ სტას კოზლიუკის ამ ფოტორეპორტაჟს და გვინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს რა ხდება უკრაინაში.

ბუჩასა და ირპენში 10 წლამდე მოკლული ბავშვები გაუპატიურებისა და წამების ნიშნებით იპოვეს.

ზოგიერთ მოკლულ ბავშვს ხელები შეკრული აქვს. ბავშვები. ბავშვები  ირპინი, ბუჩა, დმიტრიევკა. როგორ ვიცხოვროთ ამ ტრაგედიასთან ერთად და ღირს საერთოდ ცხოვრება?  როგორ?“, - წერს უკრაინელი ჟურნალისტი  ევგენი სპირინი.

ვრცელდება კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ბუჩაში არ არის გადაღებული. ეს არის 29 მარტს გადაღებული ფოტო - ნიკოლაევში.

ფოტოზე - სამი წლის არინა ბუტიმი თავისი ჩვიდმეტი წლის დის ვერონიკა ბირიუკოვას სხეულზე წევს ნიკოლაევის რეგიონალური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ოთახში.

ესენიც პუტინის რეჟიმის მსხვერპლნი არიან. მაგრამ ეს არ არის არც ირპენი და არც ბუჩა.