მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გავათავისუფლეთ - ვალერი ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების 40% გაათავისუფლეს.

„შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს ოკუპირებული ტერიტორიების 40% და 2014 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 28% გაათავისუფლეს“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ამჟამად ფრონტის ხაზის სიგრძე 1 500 კილომეტრს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო წვრთნა ევროპის 17 ქვეყნის ტერიტორიაზე გაიარეს.

„საერთაშორისო პარტნიორების წყალობით შესაძლებელი გახდა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცის მომზადება. 2022 წელს საომარი მოქმედებების ზონებიდან 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ შეტევას ირანული წარმოების დრონებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 გივი თარგამაძე: გვერდზე წამოგორებული ქვეყნის პატრიარქის საძაგლობის მიღმა დარჩენილი ნორმალურების სახელით, ამ სანიმუშო ქართველ ცოლ-ქმარს გაუმარჯოს

👉 ოკუპირებულ მაკეევკაში რუსეთის ბაზაზე უკრაინის დარტყმა ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს - ISW

👉 „ირანი არ არის უკრაინის კონფლიქტის ნაწილი, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებები“ - თეირანი

👉 „იაპონია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის რუსოფობიურ კამპანიას... ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო