მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს“ - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში თანამედროვე იარაღის არსებობა არ გამოიწვევს რუსეთთან ომის ესკალაციას.

„არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ესკალაციაზე საუბრობს. ხალხი დასავლეთში წუხს, რომ სიტუაცია გაუარესდება, თუ ჩვენ უკრაინას მივცემთ იარაღს. ბუჩაში ვიყავი. როგორ უნდა გავამწვავოთ დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი კორპუსების დასაბომბად? უკრაინა ყველა შესაძლო დახმარებას იმსახურებს“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, უკრაინამ „საკუთარი ბედი ნატოში უნდა ეძებოს“, რადგან ნატოში არ ყოფნამ „ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე უარესი ომი გამოიწვია“.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მთელ მსოფლიოს „უკრაინას ვალი აქვს“, რადგან ის იბრძვის ყველასთვის, ვინც შეიძლება გახდეს „ვლადიმერ პუტინის აგრესიის მსხვერპლი“. მისი თქმით, უკრაინა „იბრძვის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში“ და ბრიტანელი ხალხი უკრაინას „100%-ით“ უჭერს მხარს. 

„ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა „ჩელენჯერის“ ტანკები და ჩვენ ველით ტანკებს სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს განიხილავს - მედია