მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არესტოვიჩმა განაცხადა, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად აქტიური კონტრშეტევისთვის

ალექსი არესტოვიჩი

უკრაინის არმია მზად იქნება რუსეთის ფედერაციის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის პარტნიორებისგან მძიმე იარაღის საკმარისი მოცულობის მიღების შემდეგ. ეს მოხდება ივლისის შუა რიცხვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„მისი თქმით, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ლენდლიზის“ პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.

„ლენლიზი“ მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან სწავლებას მათ ჰაუბიცებზე - Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი და ხარისხიანი იარაღია.

პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი უფრო ხშირად გამოიყენებს საბჭოთა ტიპის თვითმფრინავებს და რაკეტებს თავდასხმისთვის - ბრაჩუკი

👉რუსებმა სუმის ოლქში უკრაინის საზღვრის გარღვევა სცადეს

👉რუსეთის ჯარებმა სავარაუდოდ, უარი თქვეს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევაზე - სამხედრო ანალიტიკოსები

👉ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და ვაიძულებთ მოსკოვს, რეალობა გაიაზროს - პოდოლიაკი

👉ოკუპანტები უკრაინის ომს „ჯოჯოხეთს“ უწოდებენ