მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარებმა სავარაუდოდ, უარი თქვეს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევაზე - სამხედრო ანალიტიკოსები

რუსი ოკუპანტები

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ უარი თქვეს უკრაინული ჯარების დონეცკიდან ქალაქ იზიუმამდე ალყაში მოქცევაზე, რომელიც ცნობილია როგორც კარიბჭე აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში. ამის შესახებ BBC წერს. 

„რუსეთი, სავარაუდოდ პრიორიტეტს ანიჭებს ლუგანსკის ადმინისტრაციული რეგიონის სრულად ხელში ჩაგდებას“, - ნათქვამია აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.

რუსული ძალები, სავარაუდოდ შემდგომში ქალაქ სევეროდონეცკის აღებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. 

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის რაიონებში დაახლოებით 2500 რეზერვისტია მობილიზებული. ამ რაოდენობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ქვედანაყოფებით მოხდეს შევსება. 

„რუსეთი აგრძელებს სამხედრო, საჰაერო და საზღვაო დარტყმებს სამხრეთ ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის კომპლექსზე, მაგრამ დარბეული საპორტო ქალაქის დამცველებმა თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მოსკოვი ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას არ შეეგუება

👉🎥 უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის ტექნიკის კოლონა დაამარცხეს

👉კრემლი კოლაფსს განიცდის, უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს - ალექსეი არესტოვიჩი

👉 უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში დანაკარგების გამო რუსებმა უკან დაიხიეს ავდიივკას მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი