მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე - CNN

აშშ-ის თავდაცვის მდივანი

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინაში Leopard 2 ტანკების გადაცემაზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ CNN წერს.

აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა რამშტაინის შეხვედრის წინა დღეს გაიმართა, რომელიც დღეს, 20 იანვარს გერმანიაში გაიმართება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მიეძღვნება.

CNN-ის წყაროს თქმით, ოსტინისა და პისტორიუსის შეხვედრამდე ვაშინგტონი „ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი და დარწმუნებული იყო, რომ პროგრესს მიაღწევდნენ“ ტანკების გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვაგნერის ჯგუფის“ რაოდენობა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 50 000 ადამიანს აღწევს - ბრიტანული დაზვერვა