მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაგნერის ჯგუფის“ რაოდენობა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 50 000 ადამიანს აღწევს - ბრიტანული დაზვერვა

ვაგნერის ჯგუფი

„ვაგნერის ჯგუფის“ რაოდენობა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 50 000 ადამიანს აღწევს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, „ვაგნერის“ გასამხედროებული ჯგუფი ოფიციალურად დარეგისტრირდა იურიდიულ პირად 2022 წლის 27 დეკემბერს. ჯგუფმა თავისი ძირითადი საქმიანობად „მენეჯმენტის კონსულტაცია“ გამოაცხადა და სამხედრო სამსახური არ იყო ნახსენები.

თავად ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, მან შექმნა თავისი პირადი არმია, მოგვიანებით ცნობილი როგორც „ვაგნერის ჯგუფი“, 2014 წლის მაისში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. თავდაპირველად ის ძირითადად ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ თანამშრომლებს იწვევდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე - CNN