მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ - The Guardian

აზოვსტალიდან ევაკუირებულები

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა ზაპოროჟიეში ჩავიდა. ამის შესახებ The Guardian წერს.

„ავტობუსებისა და სასწრაფო დახმარების კოლონას, რომელსაც წითელი ჯვრისა და გაეროს გუნდები თან ახლდნენ, შეუერთდნენ ოჯახები და კერძო პირები კერძო მანქანებით. 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაჭრილები, ზაპოროჟიეში ჩავიდნენ“, - ვკითხულობთ წითელი ჯვრის განცხადებაში.

მანამდე, მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ფოლადის ქარხანაში მყოფ უკრაინელ მებრძოლებთან ერთად მინიმუმ 200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, ხოლო მარიუპოლში 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ირპენი ყოველდღე უფრო ცოცხლდება და ყვავის, მალე ყველა შეძლებს სახლში დაბრუნებას“ - ირპენის მერი

✔️ ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე

✔️ „ფრონტზე მდგომარეობა ორ კვირაში შეიცვლება“ - სერგეი გაიდაი

✔️ პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში შესაძლოა, სექტემბრამდე გაგრძელდეს – უკრაინის დაზვერვა