მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელებმა მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს

განადგურებული ტექნიკა

ნიკოლაევისა და ხერსონის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე განადგურებულია მტრის ჯარის საკონტროლო პუნქტი, სამი საბრძოლო მასალის საწყობი და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის რამდენიმე პუნქტი. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ პრესსამსახურმა განაცხადა.

„ჩვენმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 40-ზე მეტი საცეცხლე დავალება. ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განადგურდა მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტი, საბრძოლო მასალის 3 საცავი, 1 საწვავის საცავი და რამდენიმე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის პუნქტი. ზარალის საერთო რაოდენობა ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ღამით ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში უკრაინული ქვედანაყოფები აგრძელებდნენ ოკუპირებული საზღვრების დაცვას, ხოლო მტერი ცდილობდა საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით. ნიკოლაევის თავზე უკრაინელებმა გაანადგურეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ნაშთები წყალში ჩავარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ახლა აზოვსტალში შტურმით იჭრებიან“ - „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე

✔️ „ფრონტზე მდგომარეობა ორ კვირაში შეიცვლება“ - სერგეი გაიდაი

✔️ პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში შესაძლოა, სექტემბრამდე გაგრძელდეს – უკრაინის დაზვერვა

✔️ ომი 2042 წლამდე გაგრძელდება, მაგრამ სხვაგვარად წარიმართება - ალექსეი არესტოვიჩი

✔️ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინელებმა 2 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი