მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქო ერევანს ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

აფეთქება ყარაბაღში

ბაქომ ერევანი მთიან ყარაბაღში მდებარე სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან საპასუხო ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც სომხეთმა ლაჩინისა და კალბაჯარის რაიონებში არტილერია გამოიყენა. 

ამავდროულად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყო. 

გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთი 44-დღიანი ომის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს. ალიევი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის სხვაობას ვერ ხედავს და ყარაბაღში არსებული ყველა ქვედანაყოფის სრულ განიარაღებას მოითხოვს.

ეს საკითხი თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც განიხილებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ბირთვული რაკეტის ჩამოგდება? - სამხედრო ექსპერტის განმარტება

🔴 მოსკოვში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

🔴 ადოლფ ჰიტლერის საათი აუქციონზე 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა

🔴 რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა