მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრძოლები იმდენად ინტენსიურად მიდის, რომ უკრაინა ყოველდღიურად 7000-მდე ჭურვს იყენებს - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა დღეში 4000-დან 7000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს. 

„ამჟამად, ბრძოლები იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ უკრაინა 4000-დან 7000-მდე ერთეულ საარტილერიო ჭურვს იყენებს დღეში. საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოების მიმდინარე მაჩვენებელი“, - ამბობს სტოლტენბერგი. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უფრო ამბიციური თავდაცვითი ღონისძიებები განახორციელონ და მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვის გაძლიერებაში ჩადონ.

იხილეთ ასევე:

👉 თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები - კირბი პუტინის მუქარაზე

👉 მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს - რუსეთის საგარეო უწყება

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა

👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა