მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია

რიში სუნაკი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება, რომელიც კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა, 50 მილიონი ფუნტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი წერს.

„რიში სუნაკმა უკრაინისთვის 50 მილიონ ფუნტიანი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. გარდა 125 საზენიტო იარაღისა და ტექნოლოგიებისა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების დასაპირისპირებლად, დახმარების პაკეტი მოიცავს ათეულობით რადარს და ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას დრონების წინააღმდეგ“, - წერს ერმაკი.

თავად სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას მომდევნო წელსაც დაეხმარება.

„მხოლოდ წელს ჩვენ 2.3 მილიარდი ფუნტის ოდენობით სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველვყავით და ამას მომდევნო წელსაც გავაკეთებთ. როდესაც თქვენ წარმატებით ახევინებთ უკან რუსულ ძალებს, თქვენი სახლები, საავადმყოფოები და ელექტროსადგურები ჰაერიდან ნადგურდება. ასე რომ, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თავის დაცვაში, დღეს ჩვენ გადმოგცემთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის 120 საზენიტო იარაღს, რადარებსა და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას”, - განაცხადა სუნაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 20 ნოემბრის დილა უკრაინაში საჰაერო განგაშით დაიწყო - ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა დაფიქსირდა

👉 დასანანია ამხელა პარტიას ბიძინას ცუდი, თან „შეშინებული მოსწავლე“ დირიჟორობდეს - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი გაზაფხულამდე დასრულდეს - ანდრეი ერმაკი

👉 ვლადიმერ პუტინი კარგავს ადგილს მსოფლიო ასპარეზზე - CNN

👉 ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმები გააორმაგეს - WSJ